ბუნებრივი საფუარი "პურის დედის" მომზადების რეცეპტი

მზეთამზე

გემოვანი პური

გემოვანი პური მზეთამზე ცხვება ბუნებრივ საფუარზე „პურის დედაზე“

გთავაზობთ პურის დედის მომზადების რეცეპტს.

პურის დედა

რა არის „პურის დედა“? – „პურის დედა“ არის ბუნებრივი საფუარი.

რის საშუალებითაც ხდება ცომის ბუნებრივი მეთოდით აფუება.

შემდგომ მისი გამოცხობის მიზნით.

ეტაპი:

ქილაში გადაურიოთ 75გრ. თეთრი ფქვილი + 25გრ. ჭვავის

ფქვილი +100 მლ. წყალი(ოთახის ტემპერატურის). დავაფაროთ

სახურავი და გავაჩეროთ 24 სთ. სითბოში (არაუმეტეს 28 °C )

24 საათის შემდეგ მიღებული მასა ცოტა უნდა აქაფდეს და მიიღოს

არასასიამოვნო სურნელი.

ეტაპი:

მიღებული მასიდან ვიტოვებთ 75 გრამს. ვხსნით 75მლ.წყალში

და ვამატებთ 50გრ. თეთრ ფქვილსა და 25გრ. ჭვავის ფქვილს.

ამ პროცედურას ვასრულებთ 2-4 დღე. „პურის დედის“

არსასიამოვნო (მოძმარო) სუნი შეიცვლება სასიამოვნო მომჟავომდე.

მიღებული მასა უნდა ორმაგდებოდეს ან სამმაგდებოდეს.

„პურის დედის“ განახლება ხდება 24 საათში ორჯერ - დილას და

საღამოს. ერთი და იგივე საათებში.

ეტაპი:

მიღებული მასიდან ვიტოვებთ 75 გრამს ვხსნით 75გრ. წყალში.

ვამატებთ მხოლოდ 75 გრ. თეთრ ფქვილს. ამ პროცედურას

ვასრულებთ 5-10 დღე. მიღებული მასა უნდა ორმაგდებოდეს ან

სამმაგდებოდეს.“ პურის დედის“ განახლება ხდება 24 საათში ორჯერ

- დილას და საღამოს. ერთი და იგივე საათებში.

III ეტაპის შემდგომ „პურის დედა“ მზადაა გამოსაყენებლად.

„პურის დედა“ ინახება მაცივარში. მაცივარში შენახვის პერიოდში იგი

საჭიროებს ყოველდღიურ განახლებას. ამჯერად დღეში ერთხელ.