მზეთამზე 

ბუნებრივი გემოვანი პური


მზეთამზე დაფუძნების დღიდან ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ტრადიციული, ძველი ქართული მეპურეობის კულტურით დამზადებულ პროდუქტს - 3000 წლიან ქართულ ტრადიციას, რომელიც გათანამედროვდა ინდუსტრიაში.

ბრენდი პროდუქციის წარმოებისას იყენებს ქართულ ხორბალს, წითელ დოლსა და ენდემურ ქართულ ჯიშებს, რომლებიც პურს უნიკალურ ქართულ მიკროელემენტებს უნარჩუნებს.

 

მზეთამზეს, ფერმერების  ყანებიდან პროდუქტი მომხმარებლამდე მოაქვს. პურის ცხობაში იყენებს ბუნებრივ მაჭრის საფუარს, რაც პურს განსაკუთრებულ სარგებელს სძენს ორგანიზმისთვის და ამავდროულად  აძლევს მას საოცარ გემოსა და არომატს.

 

მზეთამზეს პური თავისუფალია ყველანაირი დანამატებისა და ხელოვნური ჩარევისგან. მას შენარჩუნებული აქვს ბუნების ყველა სიკეთე. 

 

მზეთამზე ადამიანებს რთულ და თანამედროვე ცხოვრებაში საშუალებას აძლევს ბუნებრივი საკვებით მაინც დაამყარონ/შეინარჩუნონ/ეზიარონ კავშირი სამყაროსთან, ბუნებასთან.