პური ყოფაში

პური ქართულ ყოფაში გამოიყენებოდა ორი ძირითადი დანიშნულებით: ყოფითი - როგორც საკვები რაციონის მთავარი პროდუქტი და სარიტუალო - რელიგიური მსოფლმხედველობის ნაწილი და შესაწირის ნაირსახეობა.

საქართველოში, ტრადიციულად პურით იკვებებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგრამ ეს ნაკლებად ეხება დასავლეთ საქართველოს ბარს, კერძოდ კი სამეგრელოდ, გურაის, იმერეთის ერთ ნაწილს და ისტორიული სამურზაყანოს ანუ ამჟამად ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიის ძირძველი ქართველი მოსახლეობის ყოფას, სადაც უფრო მეტად გავრცელებული იყო სიმინდის კულტურა. სანამ სიმინდი გავრცელდებოდა აქ საჭმელად იყენებდნენ ღომსა და ფეტვს, შემდგომ მათ ჩაენაცვლა სიმინდის მჭადი და სიმინდისგან მოხარშული ღომი. აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ სამცხე-ჯავახეთსა და საქართველოს მთიანეთში, პურს ეჭირა მთავარი ადგილი. ის ნაირგვარი ფორმის ცხვებოდა. თანდათანობით აღმოსავლეთ საქართველოს მთამ ღონის საცხობის კულტურა გამოიმუშავა. ამასთან თონეში ჩაკიდებული პური დროში მეტად გამძლე იყო. დასავლეთ საქართველოში პურს აცხობდნენ კერიაზე, რომელიც ძველი საცხოვრებელი სახლის ინტერიერის ღერძს წარმოადგენდა. კერიასთან დაფენილი იყო კა (წმინდა) ქვა, რომელიც, არსებული ეთნოგრაფიული მასალით, ცხვებოდა პური. შემდგომ თანდათან გაჩნდა ფურნეების კულტურაც. 19-ე საუკუნიდან, როდესაც რუსული ფაბრიკული ნაწარმი შემოვიდა, სვანებმა, რაჭველებმა და ლეჩხუმელებმა მართკუთხედი ფორმის რკინის საცხობების დამზადება დაიწყეს. შესაბამისად, პური უკვე ამ ტიპის ფურნეში ცხვებოდა. 

საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ბუნებრივი საფუარი, რომელიც ნატურალური პროდუქტისგან მზადდებოდა. საფუარისთვის მთაში ძირითადად იყენებდნენ ხბოს გამხმარ კუჭს, რომელსაც სპეციალურ სითხეში დებდნენ, ამჟავებდნენ და ის იძენდა ამაფუებელის თვისებებს.