ფაქტები მზეთამზეს სიჯანსაღის შესახებ

მზეთამზეს პური ცხვება სუფთა ფქვილით, ბუნებრივი საფუარი "პურის დედით" და ყურძნის წიპწის ფქვილით. მზეთამზეს პური, სიჯანსაღიდან გამომდინარე, პირვანდელ სახეს ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს და იმუნიტეტსაც აძლიერებს, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

პურის დედაზე დამზადებულ გამორჩეულ, ქართულ პროდუქტს ქმნის პური მზეთამზე, რომელიც წარმოებაში ქართული ენდემური ჯიშების ხორბლის ფქვილს იყენებს. ის უძველესი მეთოდების თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმითაა შექმნილი და მისი სასარგებლო თვისებები ლაბორატორიულად დადასტურებულია.

არომატული პური, რომელიც თავისი სიჯანსაღიდან გამომდინარე ხანგრძლივად ინახება, ჩვენს ყოველდღიურ რაციონს მინერალებით, ვიტამინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავით ამდიდრებს. მცირეოდენი რაოდენობის მოხმარება კი, მესამედით ავსებს სადღეღამისო ნივთიერებათა ნორმას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

ცომის მომზადებისას გამოიყენება ბუნებრივი საფუარი, რომელიც წარმოქმნის რძემჟავა და ძმარმჟავა ბაქტერიებს. ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ პურის დედაზე გამომცხვარი პური:

-აძლიერებს იმუნიტეტს;

-შეიცავს ვიტამინების და მინერალების დიდ რაოდენობას და უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო ენერგიით;

-აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და სასიკეთოდ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;

-უკეთესად მუშავდება ორგანიზმში, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას და ხელს უწყობს ყაბზობის განკურნებას.

-ქართულ ოჯახში გაშლილი სუფრა გემრიელი პურის გარეშე წარმოუდგენელია. ჯანსაღი პროდუქციით, დანამატების გარეშე დამზადებული პური ჩვენი სამზარეულოს ერთ-ერთი საამაყო ატრიბუტია.

-თუმცა, არც თუ ისე ბევრმა იცის, რომ პური სასარგებლო თვისებები ბუნებრივი საფუარის მოხმარებაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ პური ხელოვნური დანამატების გარეშე მომზადდეს, მას პურის დედაზე აცხობენ.