პურის საწარმო „მზეთამზე“ – „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვები 10-ჯერ გაგვეზარდა“

„ორი წლის წინ მე და ჩემი მეგობარი დავინტერესდით, თუ რატომ აქვს ადამიანს იმუნიტეტთან დაკავშირებული პრობლემები. პური ჯანმრთელობის საწინდარია და პრობლემაც სწორედ აქ დავინახეთ.

აღმოჩნა, რომ ქართული ჯიშის ხორბალი ერთ-ერთი უძველესია. ჩვენ ცხობის ძველებური ტექნოლოგია მოვიძიეთ, ანუ საფუარის ძველებური რეცეპტი. ასევე პურის ბუნებრივი საფუარი, ანუ პურის დედა აღმოვაჩინეთ. საბოლოო ჯამში შევქმენით პური, რომელიც ქართული ჯიშის ხორბლისგან მზადდება. ის ძალიან სურნელოვანი და გემრიელია.

კონკურენცია ბაზარზე დიდია, თუმცა ასეთი სახის პურს მხოლოდ ჩვენ ვქმნით და ვთვლი, რომ კონკურენტი არ გვყავს“, - განაცხადა ჩავლეშვილმა.

როგორც კომპანიის დამფუძნებლი განმარტავს, მზეთამზეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვები 10-ჯერ გაეზარდა.

ქართული ჯიშის ხორბლის პოვნა საქართველოში ძალიან გართულდა. ის ჯიშები, რომელიც ინდუსტრიულად გავრცელებულია 1-ჰა-ზე დაახლოებით 10 ტონა მოდის, ხოლო ბუნებრივი ჯიშები დაახლოებით 3 ტონა.

ორი წლის განმავლობაში ნედლეულის მოპოვების პრობლემა იყო, სწორედ ამიტომ გვქონდა დაბალი წარმადობა. ჩვენ უკვე ახალი ქარხანა გვაქვს, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმადობა დაახლოებით 5 000- 10 000 პურამდე გავზარდოთ. ჩვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაყიდვები 10-ჯერ გაგვეზარდა და ეს ყველაფერი ცნობადობის ამაღლებაზე მიუთითებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩავლეშვილმა.

მზეთამზისდამფუძნებლის განმარტებით, “მომავალი წლისთვის მაღაზიის გახსნაც იგეგმება. ასევე მოვაშენეთ მეგრული ჯიშის თხები,მისგან მიღებული რძე გემოვნური და სასარგებლო თვისებებითაა გამორჩეული. გვსურს გაზაფხულიდან თხის ყველის წარმოება დავიწყოთ. ასევე გვყავს ტყის ღორები და მომავალი წლიდან ლორის წარმოებას ვგეგმავთ.“

წყარო: https://commersant.ge/ge/post/puris-sawarmo-mzetamze-bolo-eqvsi-tvis-ganmavlobashi-gayidvebi-10-djer-gagvezarda